„ბრიტანეთის ავაიხაზების“ ფრენები, კომპანიის ცნობით, „ტექნიკური საკითხების“ გამო შეფერხებულია. კომპანიის ცნობით, „ჯგუფები აქტიურად მუშაობენ, რომ მოაგვარონ ტექნიკური საკითხები, რომლებმაც ზოგიერთი ფრენის გადადება გამოიწვია’’.
მათივე ცნობით, ზოგიერთი მგზავრისთვის ალტერნატიულ ფრენებზე დაჯავშნეს ბილეთები, ხოლო მათთვის, ვისაც „მგზავრობის გაგრძელება არ შეეძლოთ“ სასტუმროები უზრუნველყვეს.
ავიაკომპანია მომხმარებლებს მოუწოდებს, შეამოწმონ „ბრიტანეთის ავიახაზების“ ვებ-გვერდი მათი ფრენის სტატუსის დასადგენად. კომპანია თავის მგზავრებს შეფერხებისთვის ბოდიშს უხდის.
ბოლო წლებში, ავიაკომპანიას რამდენჯერმე მოუწია ფრენების გადადება ტექნიკური პრობლემების გამო. 2017 წელს, „ბრიტანეთის ავაიხაზებმა“ მათი სისტემების გაუმართაობის გამო ლონდონის აეროპორტებიდან ფრენები გადადო, რამაც 75 000 მომხმარებელი დააზარალა.
ავტორი: ნუკა კეკელია