ექსპერტი ლადო პაპავა არ გამორიცხავს, რომ უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების ზღვარი - 100 ათასი ლარი საერთოდ გაუქმდეს.
ამის შესახებ ლადო პაპავამ „ინტერპრესნიუსს“ პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებული უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების ზღვრის 200 ათასი ლარიდან 100 ათას ლარამდე შესაძლო შემცირებასთან დაკავშირებით განუცხადა.
„200 ათასამდე ზღვარის გაზრდამ თავის დროზე ლარიზაციის მაჩვენებელი გაზარდა, მაგრამ დაარტყა გაცვლით კურსს, ხელი შეუწყო ინფლაციის მომატებას, რეფინანსირების კრედიტები გაიზარდა. ამიტომ საჭიროა ამ პროცესის უკანა მიმართულებით წამოყვანა. და დღეს რაც პრემიერმა გააკეთა, აბსოლუტურად სწორია, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ 100 ათასლარიანი ზღვარიც გაუქმდეს,“ - განაცხადა პაპავამ.