ლუქსემბურგი პირველი ქვეყანა იქნება, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი სრულიად უფასო გახდება

ლუქსემბურგი გახდება მსოფლიოში პირველი ქვეყანა, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი სრულიად უფასო გახდება. აღნიშულის შესახებ ახლად არჩეულმა პრემიერ-მინისტრმა ხავიერ ბეტელმა და მისმა კოალიციურმა მთავრობამ გამოაცხადეს. მათი თქმით, მომავალი წლის ზაფხულიდან უფასო გახდება ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტი: ტრამვაი, ავტობუსი და მატარებელი.

ლუქსემბრუგისთვის დღეს პრობლემას წარმოადგენს გზების გადატვირთულობა, რასაც ხელს უწყობს მეზობელი ქვეყნებიდან ამ ქვეყანაში სამუშაოდ გადმოსული ხალხი, რომელებიც ლამის ყოველდღიურად გადმოდიან ბელგიდან, საფრანგეთიდან და გერმანიიდან. ლუქსემბურგში 400,000 სამუშაო ადგილზე სხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან დასაქმებულები.

ცნობისათვის, ქვეყანაში უკვე წელს ამოქმედდა უფასო მგზავრობა 20 წელს ქვემოთ ახალგაზრდებისთვის, უფასოა სასკოლო ავტობუსიც, რომელიც სკოლის მოსწავლეებს ემსახურება. ლუქსემბურს ევროპის მასშტაბით ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს ერთ სულ მოსახლეზე ტრანსპორტის რაოდენობის მიხედვით ევროკავშირში.

ამ დროისთვის კი ზრდასრულთათვის სამგზავრო ბილეთის ფასი 2 ევროა, რომლითაც 2 საათი სარგებლობა შეგიძლიათ ქვეყნის მასშტაბით.

კოკა კვირკველია