რუსეთი საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანაა - ტოპ-5 პროდუქტი რასაც რუსეთში ვყიდით

2019 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10 366.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.5 პროცენტით მეტია.

აქედან ექსპორტი 3 035.7 მლნ აშშ დოლარს (10.4 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 7 331.2 მლნ აშშ დოლარს (3.1 პროცენტით ნაკლები) შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 72.7 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა კი ტრადიციულად, რუსეთია, სადაც 409.8 მლნ აშშ დოლარის ექსპორტი განხორციელდა.

რაც შეეხება პროდუქტებს, რასაც რუსეთში ვყიდით, ჩამონათვალში ლიდერობს:

  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 107 408 800 დოლარი
  • ფეროშენადნობები - 102 473 000 დოლარი
  • მინერალური და მტკნარი წყლები - 49 667 200 დოლარი
  • სპირტიანი სასმელები და ცენტრიფუგები - 27 302 000 დოლარი
  • სითხის ან აირის საფილტრავი ან გასაწმენდი აგრეგატები - 19 066 400 დოლარი

თაია არდოტელი