საქართველოში ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-ოქტომბერში ელექტროენერგიის იმპორტი 14.5%-ით გაიზარდა.
კერძოდ, მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით ამ მაჩვენებელმა 1 215.8 მლნ კვტ.სთ-ს შეადგინა, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 1 061.9 მლნ კვტ.სთ.
ამავე სტატისტიკით იმპორტი ყველაზე მეტად რუსეთიდან გაიზარდა. თუ 2018 წლის იანვარ-ოქტომბერში რუსეთისგან ქვეყანამ 74.6 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია იყიდა, წელს 10 თვეში ეს მაჩვენებელი 392.2 მლნ კვტ/სთ-მდე, ანუ დაახლოებით 425.3%-მდე გაიზარდა.
მეორე ყველაზე მსვილი იმპორტიორია აზერბაიჯანი, საიდანაც წელს საქართველომ 823.6 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია შეისყიდა, ეს კი სულ რაღაც 3,1%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. კერძოდ, 2019 წლის იანვარ-ოქტომბერში აზერბაიჯანიდან 823.6 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა, 2018 წლის 10 თვეში კი - 789.6 მლნ კვტ.სთ-ს.
აღსანიშნავია, რომ ოქტომბერში ელექტროენერგიის იმპორტის 98,6% რუსეთიდან განხორცილდა - 195.5 მლნ კვტ.სთ, აზერბაიჯანიდან კი მხოლოდ 1,3%, რაც 2.7 მლნ კვტ.სთ-ს შეადგენს.