მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიოში ხუთიდან ოთხი 11-დან 17 წლამდე ბავშვის ფიზიკური აქტივობა არასაკმარისია. ორგანიზაციის ინფორმაციით, ამით ბავშვთა ჯანმრთელობა, ისევე როგორც გონებრივი და სოციალური განვითარება მნიშვნელოვნად ფერხდება.
მათივე ცნობით, დღის მანძილზე ერთი საათის სავალდებულო ფიზიკური აქტივობის არარსებობა, უნივერსალური პრობლემაა მდიდარი და ღარიბი ქვეყნებისთვის.
ექსპერტები ბავშვთა პასიურობის სავარაუდო მიზეზებად ტექნოლოგიურ განვითარებას და ბევრ მეცადინეობას ასახელებენ.
კვლევამ, რომელიც 146 ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა, აჩვენა, რომ ფიზიკურად ბიჭები გოგონებზე უფრო აქტიურები არიან.