BMW, Daimler და VW კარტერული გარიგების გამო 100 მილიონით დაჯარიმდნენ

გერმანიის მარეგულირებელმა ორგანომ კომპანიები BMW, Volkswagen Group და Daimler 100 მილიონი ევროთი დააჯარიმა კარტერული გარიგების გამო, რომელიც ამ კომპანიების მხრიდან ფოლადის შესყიდვებს უკავშირდება.

მარეგულირებლის ინფორმაციით, ეს წამყვანი გერმანული ავტომწარმოებელი კომპანიები 2004-2013 წლებში შეთანხმებით მოქმედებდნენ, როცა ხვდებოდნენ ფოლადის მწარმოებლებს და სხვა მომწოდებლებს მათი პროდუქციის შეძენისას. საბოლოოდ, ისინი ამ გზით ავტომობილის თვითღირებულებას 1%-ით აიაფებდნენ.

კომპანიებმა ჯარიმები აღიარეს და მზად არიან, გადაიხადონ.

BMW-ს განცხადებით, ისინი 28 მილიონ ევროს გადაიხდიან, Daimler-ი - 23,5 მილიონს, ხოლო VW Group-ში აღნიშნულზე კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა აცხადებენ, რომ მიესალმებიან გამოძიების დასრულებას.

კოკა კვირკველია