Facebook-ი განიხილავს შესაძლებლობას შეცვალოს მის პლატფორმაზე პოლიტიკური რეკლამის განთავსების მიდგომა. ამის შესახებ The Wall Street Journal საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.
მათი მონაცემებით, ბოლო პერიოდის განმავლობაში კომპანიის ხელმძღვანელობა განიხილავდა შესაძლებლობას, გაეზარდათ პოლიტიკური რეკლამის მოცვის ოდენობა. როგორც წყარო ამტკიცებს, ამ დროისთვის პოლიტიკური ხასიათის რეკლამისთვის მინიმალური მოცვის ოდენობა შეადგენს 100 კაცს და კომპანია განიხილავს ამ რაოდენობის რამდენიმე ათასით გაზრდას. გამოცემის აზრით, მსგავსი მიდგომა შეიტანდა მნიშვნელოვან წვლილს ცრუ ინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს ცვლილება შედეგად მოიტანს იმას, რომ პოლიტიკური პუბლიკაციები ორიენტირებული იქნება კონკრეტულად მცირე ჯგუფებზე.
მანამდე Facebook-ის ხელმძღვანელმა მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ მის სოციალურ ქსელში პოლიტიკური რეკლამა დარჩება. მისი აზრით, „პოლიტიკური რეკლამა თავის მხრივ წარმოადგენს მნიშვნელოვან სათქმელს, განსაკუთრებით რეგიონალური პოლიტიკოსებისთვის, პერსპექტიული კანდიდატებისთვის, უფლებადამცველი ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც მედიაში არ ეთმობათ სათანადო ყურადღება. „პოლიტიკური რეკლამის აკრძალვა საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობდა მათ, ვისაც აქტიურად აშუქებენ მასმედიაში“, - განაცხადა მან.