Microsoft-ი Huawei-ის პროგრამულ უზრუნველყოფას ისევ მიჰყიდის

აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრომ ამერიკულ კორპორაცია Microsoft-ს მისცა ლიცენზია, მიჰყიდოს ჩინურ კომპანია Huawei-ის პროგრამული უზრუნველყოფა. ამის შესახებ Microsoft-ის წარმომადგენელმა სააგენტო „ბლუმბერგს“ განუცხადა.

„აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრომ 20 ნოემბერს დააკმაყოფილა Microsoft-ის მოთხოვნა, გასცეს ლიცენზია Huawei-ისთვის პროგრამული უზრუნველყოფის ექსპორტზე, რომელიც ორიენტირებულია მასობრივი მოხმარებისთვის“ - აღნიშნავს ორგანიზაცია.

მანამდე კი აშშ-ის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, დამატებით 90 დღით გაუხანგრძლივოს ლიცენზია Huawei-ს, რომელიც მას საშუალებას აძლევს ამერიკული კომპანიებისგან მიიღოს პროდუქცია.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ბრძანების თანხმად, 17 მაისს ამერიკის ვაჭრობის სამინისტრომ Huawei შავ სიაში შეიყვანა, ამის შემდეგ კომპანიის მიმართ 20 მაისს ამოქმედდა დროებითი 90-დღიანი ლიცენზია, რომელიც 19 აგვისტოს, ასევე 90 დღით გახანგრძლივდა.

კოკა კვირკველია