International SOS - საქართველო მოგზაურობისთვის დაბალი რისკის მქონე ქვეყნად დასახელდა

International SOS, უსაფრთხო მოგზაურობის მომსახურების კომპანიამ ყოველწლიური მოგზაურობის რისკის რუკა გამოაქვეყნა, სადაც ნაჩვენებია, თუ რომელ ქვეყანაშია მოგზაურობა უსაფრთხო და რომელში რისკის შემცველი. საქართველო რუკაზე ყვითელი ფერით ფიქსირდება, რაც დაბალი რისკის შემცველ ქვეყანას ნიშნავს.

დაბალი რისკის განმარტებას International SOS შემდეგნაირად გვთავაზობს: „ქვეყანაში არის ხელმისაწვდომობა სამედიცინო დახმარებაზე შერჩეული პროვაიდერების მხრიდან. არის საიმედო და გადაუდებელი სერვისები, ხელმისაწვდომია სტომატოლოგიური მომსახურება. არსებობს მცირე რისკი საკვებითა და წყლით გამოწვეული დაავადებების. პოტენციურად შესაძლებელია არსებობდეს ინფექციური დაავადებების, ისეთი როგორიცაა მალარია და ტიფოიდი, საფრთხე“.

რეგიონის ქვეყნებს შორის სომხეთი და აზერბაიჯანი საქართველოსთან ერთად დაბალი რისკის შემცველ ქვეყნებს შორის პოზიციონირებენ. რაც შეეხება რუსეთს, ის საშუალო რისკის მქონე ქვეყნად სახელდება.

მსოფლიოში მოგზაურობისთვის ყველაზე უსაფრთხო ქვეყნებად დანია, ფინეთი, ისლანდია, ნორვეგია, სლოვენია, ლუქსემბურგი და შვეიცარია დასახელდნენ. ყველაზე საფრთხის შემცველ ქვეყნებს შორის კი ავღანეთი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, სომალი და სირია არიან.