ევროპის 10 ყველაზე მოდერნისტული შენობა (+ფოტო)

გამოცემა The Guardians-ი ევროპის 10 ყველაზე ორიგინალურ მოდერნისტულ შენობას ასახელებს, რომლებიც განსაკუთრებული არქიტექტურითა და სილამაზით გამოირჩევიან. ამასთან, ისინი ქალაქებში არსებულ ძველ ისტორიულ უბნებს ჰარმონიულად ერწყმიან.

Kunsthaus Graz, ავსტრია

თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი Kunsthaus, Graz ავსტრიის ქალაქ გრაზში მდებარეობს. მოდერნისტული შენობა 1960-იან წლებში აშენდა და ადგილობრივებისა და ტურისტების ყურადღება მაშინვე მიიპყრო. მუზეუმს ადგილობრივები ხშირად „მეგობრულ უცხოპლანეტელს“ უწოდებენ. შენობა განსაკუთრებით ლამაზი სპეციალური განათებების მეშვეობითა, რომლებიც ღამე ირთვება.

ჰელსინკის ცეტრალური ბიბლიოთეკა „Oodi“, ფინეთი

ცეტრალური ბიბლიოთეკა „Oodi“ ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში მდებარეობს. უჩვეულო ფორმის ბიბლიოთეკის მშენებლობა 2012 წელს დაიწყო და 2018 წელს დასრულდა. ბიბლიოთეკა თანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვილი და მასში ათასობით წიგნი ინახება.

ანტვერპენის პორტი, ბელგია

დღეისათვის ანტვერპენის პორტთან მოდერნისტული შენობა დგას, სადაც 500-ზე მეტი ადამიანი მუშაობს. გემის ფორმის უცნაური შენობა 2016 წელს ააშენეს, სადაც ადრე მეხანძრეების სადგური მდებარეობდა.

მარსელის მუზეუმი, საფრანგეთი

ევროპული და ხმელთაშუაზღვის ცივილიზაციების მუზეუმი საფრანგეთის ქალაქ მარსელში მდებარეობს. მუზეუმთან ახლოს საუკუნეების წინანდელი ციხესიმაგრის ნანგრევები და პორტია, რომლებიც თანამედროვე შენობას საუცხოოდ ერწყმის. მუზეუმის მშენებლობა 2013 წელს დასრულდა.

Sainte-Marie de la Tourette, საფრანგეთი

Sainte-Marie de la Tourette- დომინიკელთა ორდენის კათოლიკურ მონასტერს წარმოადგენს, რომელიც ქალაქ ლიონში მდებარეობს. მონასტრისთვის უჩვეულო ფორმის მქონე შენობა 1950-იან წლებში ააშენეს. ის „იუნესკოს“ მიერ დაცულ ძეგლთა სიაში 2016 წელს მოხვდა.

Botín-ის ხელოვნების ცენტრი, ესპანეთი

Botín-ის ხელოვნების ცენტრი ესპნეთში მდებარეობს. მოდერნისტული შენობის ძირითადი ნაწილი შუშისგანაა აგებული. მისი მშენებლობა 2014 წელს დასრულდა.

კოსოვოს ეროვნული ბიბლიოთეკა, კოსოვო

კოსოვოს ეროვნული ბიბლიოთეკა 1940-იან წლებში აშენდა. უჩვეულო ფორმის მქონე შენობა დიდი ხნის განმავლობა საზოგადოების კრიტიკისა და უკმაყოფილების საგანს წარმოადგენდა, თუმცა დროთა განმავლობაში ის ქალაქის ერთგვარი სიმბოლო გახდა.

Metropol Parasol, ესპანეთი

Metropol Parasol სევილიის კათედრალის გვერდით ქალაქის ისტორიულ ნაწილში მდებარეობს. უჩვეულო ფორმის თაღები მთლიანად ხისგანაა დამზადებული. მათზე ასვლა და ქალაქის ხედებით ტკბობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. უცნაურ მოდერნისტულ შენობას ადგილობრივები „სოკოებს“ ეძახიან.

ქალაქის პავილიონი, ბელგია

ქალაქის პავილიონი ბელგიის ქალაქ გენტის ცენტრალურ მოედანზე მდებარეობს. უცნაური ფორმის შენობა სახლის სახურავს ჰგავს და მას საკვამურიც კი აქვს. პავილიონი წმინდა ნოკოლოზის ტაძრის გვერდით მდებარეობს. შენობა 2012 წელს აშენდა და მისი ზომებიდან გამოდინარე მოსახლოების კრიტიკის საგანი გახდა.

სეპენტინის ყავის სახლი, გაერთიანებული სამეფო

სეპენტინის ყავის სახლი გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქ ლონდონში მდებარეობს. ყავის სახლი ერთი შეხედვით იაპონურ პაგოდას ჰგავს. შენობის უცნაური ფორმის გამო ის ადგილობრივებისა და ტურისტების საყვარელ ადგილს წარმოადგენს.

ბექა ბერიაშვილი