ფარერის კუნძულები ტურისტებისათვის დროებით დაიხურება

ფარერის კუნძულები ტურისტებისათვის დროებით დაიხურება. ამ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ატლანტის ოკეანეში მდებარე ფარერის კუნძულები, რომლებიც დანიის სამეფოს შემადგენლობაში შედის, 2020 წლის აპრილში ტურისტებისათვის დაიხურება. ამის მიზეზი ტურისტების დიდი რაოდენობა და კუნძულის ინფრასტრუქტურის ტურისტული სეზონისთვის მომზადება სახელდება.

ამასთან, ფარერის კუნძულების ადგილობრივი ხელისუფლება 100 მოხალისეს ეძებს, რომლებიც მათ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობასა და ადგილობრივი ბუნების უკეთ დაცვაში დაეხმარებიან.

„ჩვენთვის ტურიზმი მხოლოდ ციფრები არ არის. ჩვენ ტურისტებს მთელი მსოფლიოდან ვეპატიჟებით, თუმცა ამასთან პასუხისმგებლობას ვგრძნობთ ჩვენი საზოგადოებისა და ულამაზესი ბუნების წინაშე, რომელსაც დაცვა სჭირდება“- აცხადებს ფარერის კუნძულების ტურიზმის ცენტრის დირექტორი გუდრიდ ჰოგარდი.

აღსანიშნავია, რომ ფარერის კუნძულების მოსახლოება 51 000 ადამიანს შეადგენს. მხოლოდ 2018 წელს კუნძულებს 60 000 ტურისტი ეწვია, რაც გასული წლის მონაცემებს 10%-ით აღემატება.

ბექა ბერიაშვილი