მუხრანის ქათამი ისევ თვითგადარჩენაზე მუშაობს. როგორც მუხრანის ქათამის - „განთიადი“ ხელმძღვანელი მამუკა ნოზაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, პრობლემები, რომელიც მეფრინველეობის წინაშე დგას, დარგს განვითრების საშულებას არ აძლევს.
მისი თქმით, დღგ, ლარის გაუფასურება და იმპორტირებული მარცვლეული, ეს ის ძირითადი დაბრკოლებებია, რის გამოც ადგილზე წარმოება მცირდება, იპორტი კი ელვის სისწრაფით იზრდება.
აღსანიშნავია, რომ მამუკა ნოზაძე მეფრინველეობაში არსებული პრობლემების შესახებ „ბიზნესპრესნუსთან“ ერთი წლის წინაც საუბრობდა და ასეთ ვითარებაში წარმოების გაჩერებასაც არ გამორიცხავდა.
მისი თქმით, თუ ბიზნესის ხელშეწყობა არ მოხდა, მალე საქართველოში მეფრინველეობა საბოლოოდ განადგურდება, რადგან ამჟამად კომპანიების უმეტესობა თვითგადარჩენის რეჟიმში მუშაობს.
როგორც მამუკა ნოზაძე ამბობს, თუ წარმოების ხელშეწყობა არ მოხდა, მალე „განთიადიც“ საკუთარ რესურსს ამოწურავს.
„პრობლემები რა თქმა უნდა, ისევ არის და ახლა უფრო რთულ ვითარებაში ვართ, რადგან ლარი კიდევ გაუფასურდა. ეს მაშინ, როდესაც ყველა ბიზნესში, რომელიც იმპორტირებულ ნედლეულზეა დამოკიდებული, ლარი განსაზღვრავს ყველაფერს. ამ შემთხვევაში ჩვენ, ვინც მეფრინველეობით ვართ დააკავებული იმპორტირებულ საკვებს ვიყენებთ და აბსოლუტურად ყველას ერთი და იგივე პრობლემა გვაქვს“,-ამბობს მამუკა ნოზაძე.
მისი თქმით, ამას მეფრინველეობისთვის დაკისრებული დამატებითი ღირებულების გადასახადიც ემატება, რის გამოც, ქვეყანაში წარმოება მცირდება, იმპორტი კი იზრდება.
„საგადასახადო კანონში შავით თეთრზე წერია, რომ სოფლის მეურნეობის ყველა პროდუქტი გათავისუფლებულია დღგ-ს გადასახადისგან, გარდა ქათმისა და კვერცხისა. ამ პროდუქტებმა რა დააშავა, დღემდე ვერ გავიგეთ. სწორედ ეს ჩანაწერია ის მთავარი დამაბრკოლებელი, რის გამოც დარგი ვერ ვითარდება, იმპორტი კი მუდმივად მზარდია.
შეიძლება ითქვას, რომ ასეთ ვითარებაში, ჩვენი ფერმა თვითგადარჩენის რეჟიმშია. მე ამ საქმიანობის გარდა არაფერი ვიცი, ამ დარგში ყველაზე ძველი ფაბრიკა ჩვენია და რა თქმა უნდა, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ არ დაიხუროს. ვცდილობთ, გადავარჩინოთ, იმის იმედით, რომ რაღაც უკეთესობისკენ შეიცვლება. თუმცა, ყველაფერს ზღვარი აქვს და თუ კონკრეტული ნაბიჯები არ გადაიდგა, ალბათ, ჩვენი რესურსიც ამოიწურება“,-ამბობს მამუკა ნოზაძე.