ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა რეგიონებში შეხვედრები გამართეს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, ილია ბეგიაშვილი და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, ეკატერინე გალდავა შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად, რეგიონებში სამუშაო შეხვედრებს განაგრძობენ.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრების პარალელურად, მინისტრის მოადგილე და კომპანიის დირექტორი წყალმომარაგების კუთხით არსებულ მდგომარეობას და მიმდინარე პროექტებს ადგილზე ეცნობიან.

ამჯერად, სამუშაო შეხვედრები კახეთის რეგიონში გაიმართა. მხარის გუბერნატორთან, მუნიციპალიტეტების მერებთან და მოსახლეობის გარკვეულ ჯგუფთან ერთად, ის პრობლემური საკითხები განიხილეს, რომელიც რეგიონში წყალმომარაგების კუთხით არსებობს. იმსჯელეს არსებულ გამოწვევებსა და პრობლემების დროულად მოგვარების გზებზე.