რომელი ქვეყნის მოქალაქეებს აძევებენ საქართველოდან

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2019 წლის მე-3 კვარტლის მიგრაციის სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა.

უწყების ცნობით, მიმდინარე წლის ივლის-სექტემბერში უცხოელის საქართველოდან გაძევების 27 შემთხვევა დაფიქსირდა.

საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი - 13 პირი, ვინც საქართველოდან გააძევეს, აზერბაიჯანის მოქალაქე იყო, 2-2 პირი - ერაყის, თურქეთის, ირანის, რუსეთისა და სომხეთის მოქალაქეები; ხოლო 1-1 ბულგარეთის, გამბიის, მაროკოსა და ნიგერიას მოქალაქეები იყვნენ.

რაც შეეხება ასაკობრივ კატეგორიებს, ყველაზე მეტი - 9 გაძევებული პირი 18 წლამდე ასაკის იყო; 7 - 26-დან - 40 წლამდე; 6 – 18-დან -25-მდე; ხოლო 5 გაძევებული პირი 41-დან 65 წლამდე ასაკის იყო.

თაია არდოტელი