უკრაინის ხელისუფლებამ ევროპის საინვესტიციო ბანკთან და ევროპის რეკონსტრუქცვიისა და განვითარების ბანკთან ფინანსური ხელშეკრულება გააფორმა. ხელშეკრულების ფარგლებში, უკრაინას გზების მშენებლობისა და რეკონსტრუქციისთვის 900 მილიონი ევრო გამოეყოფა. ამის შესახებ უკრაინის პრემიერმა ალექსეი გონჩარუკმა განაცხადა.
გონჩარუკმა დააზუსტა, რომ აღნიშნული სახსრები მოხმარდება უკრაინაში 340 კმ გზის რეკონსტრუქციას. „განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კიევი-ოდესა გზის მონაკვეთის რეკონსტრუქციას, ასევე ლვოვის შემოვლითი გზის მშენებლობას. კიევი-ოდესის გზა სამ წელიწადში დასრულდება და ის გახდება ევროპული დონის პირველი უკრაინული ტარსა“, -განაცხადა პრემიერმა.