იაპონიის დელეგაცია იაპონიის საელჩოს მიერ ორგანიზებული ბიზნეს-ფორუმის -იაპონია - საქართველოს ფარგლებში, საქართველოს ეწვია. ანაკლიის განვითარების კონსორციუმმის ცნობით, ბიზნეს დელეგაცია, რომელშიც შედის 20 ცნობილი იაპონური კომპანიის წარმომადგენელი, ანაკლიის პორტის სამშენებლო მოედანს და ზონის ტერიტორიას ეწვევიან.
იაპონიის მთავრობის მიერ ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონის (SEZ) ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევის ჩასატარებლად, 2019 წლის მაისში გამოყოფილი გრანტის ფარგლებში, იაპონიის წამყვანი ინჟინრული საკონსულტაციო კომპანია Nippon Koei Co., Ltd. ანაკლიის გენერალურ გეგმაზე მუშაობს. აღნიშნულ სამუშაოებში ასევე ჩართულები არიან იაპონური კომპანია, Tomonius Co., Ltd. დაPhnom Penh-ის სპეციალური ეკონომიკური ზონა, რომელებიც დეტალურ კვლევას აწარმოებენ.
კვლევის მთავარი მიზანია მოიზიდოს უცხოური კომპანიები ანაკლიაში, მათ შორის იაპონური კომპანიები წარმოებისა და ლოჯისტიკური სექტორში.
„მე დღეს ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ვხედავ პნომ პენ-ის SEZ-ს, ნიპონ კოის ექსპერტთან გაერთიანებულს ანაკლიის სპეციალური ეკონომიკუირი ზონის პროექტის ირგვლივ, მითუმეტეს, კამბოჯის დედაქალაქში განხორციელებული ერთობლივი წარმატებული გამოცდილების შემდეგ. იმედი მაქვს, რომ ეს საკონსულტაციო მომსახურება ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკურ თვითგანვითარებას და პოზიტიურ შედეგებს მოუტანს კერძო იაპონური კომპანიებსაც ”, - განაცხადა იაპონიის ელჩმა საქართველოში უჰარა ტადაჰარუმ.
,,საქართველო იაპონიაში კარგად არის ცნობილი სუმოს მოჭიდავე ტოჩინოშინის წყალობით. ახლა ვხვდებით, რომ ანაკლიის პროექტის შემუშავებით, საქართველოს როგორც რეგიონალურ ჰაბად ჩამოყალიბების დიდი პოტენციალი აქვს. ჩვენ მოხარულნი ვართ გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება ანაკლიის პროექტს, SEZ– ის განვითარების მიზნით, ინვესტორების მოსაზიდად და გლობალური კომპანიების, მათ შორის იაპონური, მოსაზიდად“,- აღნიშნა პნომპენის Penz SEZ Plc– ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჰოროში უემატსუმ.
„იაპონიას დიდი ინტერესი აქვს საქართველოს, როგორც ეკონომიკური დერეფნის მიმართ. ამჟამად იაპონიიდან წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები არიან ჩამოსული, რომელებიც დაინტერესებული არიან, როგორც საქართველოში ინვესტიციით, ასევე ანაკლიის ეკონომიკური ზონაში თავიანთი ბიზნეს საქმიანობის წარმოებით იაპონური კომპანიებისა და „ანაკლია სითის“ შორის თანამშრომლობა ყოველთვის იყო ჩვენს დღის წესრიგში, ვინაიდან იაპონური ინვესტიცია კაპიტალთან ერთან მოიაზრებს მრავალწლიან ცოდნას, გამოცდილებას, ტექნოლოგიების შემოდინებასა და ხარისხს,“- განაცხადა ანაკლია სითის და ეკონომიკური ზონის დირექტორმა ქეთი ბოჭორიშვილმა.
Phnom Penh SEZ Plc დაარსდა 2006 წელს, როგორც იაპონური და კამბოჯის კომპანიების ერთობლივი საწარმო. მას შემდეგ წარმატებით განავითარა 400 ჰა მიწა. დღევანდელი მონაცემებით პნომ პენის სპეციალურ ეკონომიკურ ზონაში ოპერირებს 14 სხვადასხვა ქვეყნის კომპანია, პროექტებში ინვესტირებული 600 მილიონი აშშ დოლარით და 20,000-ზე მეტი დასაქმებული ადგილობრივი მოსახლით. SEZ- ის კლიენტებს შორის არიან წამყვანი იაპონური და სხვა საერთაშორისო კომპანიები.