გარემოზე მავნე ზემოქმედების გამო 2030 წლიდან ვიეტნამში საწვავსა და ბუნებრივ აირზე მომუშავე მოტოციკლები აიკრძალება. ამის შესახებ სტატიას CNN ავრცელებს.
დღესდღეობით სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყანაში მოტოციკლი გადაადგილების ყველაზე მარტივ, კომფორტულ და იაფ საშუალებად ითვლება. ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში 6 მილიონზე მეტი მოტოციკლია, მაშინ, როცა ავტომობილების რაოდენობა 700 000-სს არ აღემატება.
ამასთანავე, მოტოციკლები ავტომობილებთან შედარებით გაცილებით ნაკლებ საწვავს მოიხმარენ და გარემოსაც ნაკლებად აზიანებენ. თუმცა, ვიეტნამის ხელისუფლებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და 2030 წლისთვის ისინი აპირებენ მთლიანად თქვან უარი საწვავსა და ბუნებრივ აირზე მომუშავე მოტოციკლებზე.
მათ ნაცვლად კი ვიტნამში ელექტროსკუტერებს გამოიყენებენ. ვიეტნამის ხელისუფლებამ უკვე დაიწყო მოლაპარაკებები ელექტროსკუტერების მწარმოებელ კომპანია Vingroup-თან, რომელმაც 2018 წლიდან მათი წარმოება სერიული სახელით „კლარა“ უკვე დაიწყო.
ამჟამად არსებულ მოდელს 50 კმ.სთ. სიჩქარის განვითარება შეუძლია და ბატარიის სრულად დატენვის შემთხვევაში 90 კილომენტრის გავლა შეუძლია. ამასთანავე, „კლარა“ აღჭურვილია GPS-თა და Bluetooth-ით და მობილურ ტელეფონს უკავშირდება.
ვიეტნამის ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ მათი ამბიციური გეგმა გაამართლებს და 2030 წლისთვის მთლიანად ელექტროსკუტერებზე გადავლენ.