კომპანიამ Tesla 146 ათასი შეკვეთა მიიღო მის პირველ ელექტრო პიკაპზე Cybertruck. ამის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელი ილონ ამსკი ტვიტერის საკუთარ გვერდზე წერს.
როგორც მან დაწერა, ამ დროისთვის უკვე აქვთ 146 ათასი შეკვეთა Cybertruck-ზე. მყიდველები 42% ირჩევს ორძრავიან ვარიანტს, სამძრავიანს ირჩევს 41%, ხოლო ერთძრაქვიანს მხოლოდ 17%.
ილონ მასკმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ კომპანიას ამ მოდელთან დაკავშირებით მასშტაბური სარეკლამო კამპანია, ღათა მოთხოვნა გაეზარდა, არ უწარმოებია. მეტიც, არც ცნობილი ადამიანები მიუწვევია.
Cybertruck პირველად ლოს-ანჯელესის საავტომობილო შოუზე 21 ნოემბერს წარმოადგინეს. როგორც პრეზენტაციაზე ილონ მასკმა განაცხადა, ავტომობილის ძარა და შუშები განსაკუთრებული სიმყარითაა გამორჩეული, ამის სადემონსტრაციოდ შოუზე ავტომობილის კარებს უროები დაუშინეს, თუმცა მას ნაკაწრიც არ დატყობია, თუმცა შუშაზე დარტყმისას ის გაიბზარა, მაგრამ არ ჩამსხვრეულა.
ელექტრო-პიკაპი სამ ვარიანტად იქნება ხელმისაწვდომი. ყველაზე სრულყოფილი მოდელი სამი ძრავით იქნება წარმოდგენილი და მას ერთჯერადი დამუხტვით 800 კმ მანძილის დაფარვა შეუძლია, ასევე ავითარებს 0-დან 100-მდე სიჩქარეს 3 წამში, მისი საბარგულის მოცულობა კი შეადგენს 2,8 ათას ლიტრს.
ყველაზე მარტივი კომპლექტაციის მოდელის ფასი 40 ათასი დოლარიდან დაიწყება, ყველაზე მძლავრის კი 70 ათასი დოლარიდან.