საქართველოს მოქალაქეების უცხოეთში ვიზიტების 48,3% თურქეთზე მოდის - ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
16,8%-მა კი აზერბაიჯანში იმოგზაურა. ამასთან, საქსტატის მონაცემებით, მესამე ადგილზე - 11,1%-ით არის ევროკავშირის ქვეყნები, 10,6%-ით - მეოთხეზეა სომხეთი.
განხორციელებული ვიზიტების 95.0 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.
ცნობისათვის, 2019 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 1 მილიონი გასვლა საზღვარგარეთ, რომლის უდიდესი ნაწილი, 43.4 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.