რა თანხას ხარჯავენ საქართველოს მოქალაქეები უცხოეთში

საქართველოს მოქალაქეები უცხოეთში ერთ ვიზიტზე საშუალოდ 857.7 ლარს ხარჯავენ. საქსტატის 2019 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, ყველაზე მეტი - 298,4 ლარი საკვებსა და სასმელზე მოდის.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საყიდლებზე საშუალო ხარჯი - 263,3 ლარს შეადგენს, განთავსებაზე - 142,2 ლარს, გართობაზე - 69,8 ლარს და ადგილობრივ ტრანსპორტში 43,9 ლარს.

ცნობისათვის, 2019 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 1 მილიონი გასვლა საზღვარგარეთ, რომლის უდიდესი ნაწილი, 43.4 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.