კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2019 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით 635.26 მლნ ლარით (2.11%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.63%-ით გაიზარდა) და მიმდინარე წლის პირველი ნოემბრისთვის 30.75 მლრდ ლარი შეადგინა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 204.79 მლნ ლარით (1.52%-ით) , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 430.47 მლნ ლარით (2.59%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 1.71%-ით).
„რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2019 წლის ოქტომბრის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 4.31 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.04%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 10.20 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 3.40%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 2.49%-ით მეტი).
2019 წლის ოქტომბრის განმავლობაში 1.30%-ით, ანუ 198.19 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი ნოემბრისათვის 15.42 მლრდ ლარი შეადგინა,“-აღნიშნულია სებ-ის ინფორმაციაში.
ამასთან, სებ-ის ცნობით, მიმდინარე წლის პირველი ნოემბრისთვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 44.51 პროცენტი შეადგინა. 2019 წლის პირველი ოქტომბრის მდგომარეობასთან შედარებით, მთლიანი სესხების ლარიზაცია 0.26 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, შემცირდა 0.05 პროცენტული პუნქტით) შემცირდა.