საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2019 წლის პირველი ნოემბრისთვის 26.32 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 691.90 მლნ ლარით, ანუ 2.70%-ით მეტია პირველი ოქტომბრისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.33%-ით მეტი).
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები 508.92 მლნ ლარით, ანუ 4.80%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 4.47%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 182.99 მლნ ლარით, ანუ 1.22%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 0.82%-ით).
„საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2019 წლის პირველი ნოემბრისათვის 26.32 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 691.90 მლნ ლარით, ანუ 2.70%-ით მეტია პირველი ოქტომბერსათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.33%-ით მეტი). ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 508.92 მლნ ლარით, ანუ 4.80%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 4.47%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 182.99 მლნ ლარით, ანუ 1.22%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 0.82%-ით).
ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 5.95% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 8.44%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.65%.
უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 84.83%, ხოლო ევროს წილმა 13.58% შეადგინა,“-აღნიშნულია სებ-ის განცხადებაში.