საქართველოდან დაუმუშავებელი ხე-ტყის ექსპორტი მინიმუმამდეა შემცირებული. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018 წელს საქართველოდან მხოლოდ ერთი კუბური მეტრი შეშა გავიდა და ისიც მხოლოდ ირანში. 2017 წელსაც ქართული ხე-ტყის იმპორტიორი ქვეყანა მხოლოდ ერთი იყო, მაშინ 200 კუბური მეტრი დაუმუშავებელი ხე-ტყის ექსპორტი ჩინეთში განხორციელდა.
რაც შეეხება იმპორტს, სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, ის ყოველწლიურად იზრდება. ბოლო 3 წლის სტატისტიკას თუ ვნახავთ, ზრდა დაახლოებით 33,6%-ს შეადგენს. კერძოდ, თუ 2016 წელს საქართველოში 23 114 კუბური მეტრი დაუმუშავებელი ხე-ტყის იმპორტი განხორციელდა, 2018 წელს ეს მაჩვენებელი 30 901 კუბურ მეტრამდე გაიზარდა.