საერთაშორისო კომპანია International SOS, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით სამოგზაურო დაზღვევის სფეროში მუშაობს, 2020 წლის ყველაზე საშიშ ქვეყნებს ასახელებს.
კვლევისას კომპანია უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა კრიტერიუმებს ითვალისწინებს. მათ შორისაა კრიმინალის დონე, ასევე სამედიცინო და საგზაო უსაფრთხოება.
International SOS ქვეყნებს მონაცემების მიხედვით 5 კატეგორიად ყოფს: უმნიშვნელო, დაბალი, საშუალო, მაღალი და ექსტრემალური რისკის მქონე.
2020 წლისთვის ტურისტებისთვის ყველაზე საშიში ქვეყნების ათეული ასე გამოიყურება:
- ლიბია
- სირია
- ერაყი
- იემენი
- ავღანეთი
- ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა
- სომალი
- მალი
- სამხრეთ სუდანი
- ნიგერია
აღსანიშნავია, რომ International SOS-ის კვლევის მიხედვით საქართველო დაბალი რისკის მქონე ქვეყნების კატეგორიაში მოხვდა.