როგორ ამოვიცნოთ ადამიანში „თამაშთან დაკავშირებული აშლილობა“ და რა უნდა გავაკეთოთ პრობლემის დასამარცხებლად?- ეს ის კითხვებია, რომლებიც, ბოლო დროს ადამიანებს ხშირად აწუხებთ.
აზარტული თამაში – ეს არის თამაში, რომელსაც ფულზე თამაშობენ და რომელშიც მოგება თუ წაგება შემთხვევითობის პრინციპს ექვემდებარება. შესაძლებელია, ადამიანი თამაშობდეს აზარტულ თამაშებს და არ იყოს მათზე დამოკიდებული, მაგრამ დამოკიდებულების განვითარების რისკი მაღალია.
გადაიზრდება თუ არა პერიოდული თამაში თამაშზე დამოკიდებულებაში, დამოკიდებულია მთელ რიგ ბიოლოგიურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ ფაქტორებზე და ამ ფაქტორების ურთიერთქმედებაზე. ამიტომ, ადამიანმა უფრო ხშირად არ იცის წინასწარ, თუ რამდენად მოწყვლადია ის, აზარტული თამაშის მიმართ. აქედან გამომდინარე, ყველაზე კარგი გამოსავალია – თამაშისგან თავის შეკავება და დროის გატარების სხვა, ბევრად უფრო კონსტრუქციული საშუალებების გამოყენება.
თამაში იწყება ექსპერიმენტირებითა თუ სოციალური მოტივებით, შესაძლოა, ძლიერი შთაბეჭდილებების მიღების სურვილით – მოტივაცია სხვადასხვაგვარია. მაგრამ, თუ ადამიანი კარგავს კონტროლს ამ ქცევაზე და განაგრძობს თამაშს შექმნილი პრობლემების მიუხედავად – აქ უკვე, ე.წ. „პრობლემურ თამაშთან (გემბლინგთან)“ გვაქვს საქმე.
თუ ადამიანი პრობლემურ გემბლინგს იმდენად ხშირად მიმართავს, რომ ქვემოთ მოცემული ჩამონათვალიდან 4 ნიშანი მაინც სახეზეა უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში, მაშინ ეჭვი უნდა ავიღოთ, ე.წ. „თამაშთან დაკავშირებულ (გემბლინგის) აშლილობაზე“:
აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების მკურნალობა ეფექტურია. არსებობს მტკიცებულებითი მეთოდები – კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია, მოტივაციური ინტერვიუირება, მაინდფულნესი, ონლაინ მოკლე ჩარევები, ასევე – ფარმაკოთერაპია, მაგრამ ჩვენთან ეს საქმე სათანადოდ აწყობილი არ არის. სახელმწიფომ უნდა შეუწყოს ხელი ფსიქიკური ჯანმრთელობის გავრცელებული პრობლემების მკურნალობის ხარისხიანი სერვისების შექმნას.
გავრცელებული ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების (ტრავმა, შფოთვა, დეპრესია, ადიქციები) მკურნალობას უნდა აფინანსებდეს დაზღვევა. ეს ჩვენს მოქალაქეებს, მათ ოჯახებს, მთლიანობაში საზოგადოებას ააცილებდა ბევრ ისეთ ტრაგედიას, რომლის თავიდან აცილებაც შეგვეძლო. და ეს სახელმწიფოსთვისაც მომგებიანი და ნაკლებხარჯიანი იქნებოდა.
საჭიროა პრევენცია და სწორი პოლიტიკა, კერძოდ:
წყარო: ჯანა ჯავახიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი