დრეზდენის „მწვანე საცავის“ მუზეუმის მძარცველებმა 1 მილიარდის ღირებულების ექსპონატები მოიპარეს

გერმანიაში მძარცველებმა მუზეუმიდან 1 მილიარდის ღირებულების ექსპონატები მოიპარეს. აღნიშნულ ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

შემთხვევა გერმანიის ქალაქ დრეზდენის „მწვანე საცავის“ მუზეუმში მოხდა, რომელიც ევროპაში ძვირადღირებული ნივთებისა და სამკაულების ყველაზე დიდ მუზეუმს წარმოადგენს.

გერმანულმა მედიამ მას ბოლო 70 წლის განმავლობაში მუზეუმის ყველაზე დიდი ძარცვა უწოდა.

მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ გამოძიება უკვე დაიწყო, თუმცა დამნაშავეთა ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

ბექა ბერიაშვილი