30 ნოემბერი - დიდი ფასდაკლება არქიში

ბინის ყიდვა ყოველთვის დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, რომლის შეგროვებასაც ადამიანები წლების განმავლობაში ცდილობენ ხოლმე. სწორედ ამიტომ დეველოპერული კომპანია არქი 30 ნოემბერს გრანდიოზულ ფასდაკლებას გთავაზობთ. ფასდაკლება შეეხება არქი ნუცუბიძის ახალ პროექტს. ფრისეილის ღონისძიება ფილარმონიაში გაიმართება და ის მხოლოდ ერთი დღით გაგრძელდება, მომდევნო დღეს კი არქი ნუცუბიძეში ბინებს ისევ სტანდარტული ფასით შეიძენთ.

არქის ფასდაკლების აქციები ხშირად ეწყობა, რომელთა უმეტესობა ბინების რეკორდული გაყიდვით მთავრდება. ფრისეილები ბინის შეძენის მსურველებს უმარტივებს იყიდონ უძრავი ქონება ფასდაკლებულ ფასებში.

არქის ნუცუბიძეზე ამ მშენებლობასთან ერთად სალონური ტიპის პროექტიც აქვს - არქი ნუცუბიძე 1, რომელიც დასრულებული პროექტი გახლავთ. ახლა კი ნუცუბიძის მე-4 ფერდობზე, ა. ვარაზის ქუჩაზე ახალი მშენებლობის დაწყება იგეგმება. არქი ნუცუბიძე ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი არქიტექტურის მქონე პროექტი იქნება. კომპანიის სხვა დანარჩენი პროექტებისგან შედარებით, ნუცუბიძის საცხოვრებელ კორპუსს დახვეწილი ვიზუალის აივნები გამოარჩევს, რომლებსაც ხის ფაქტურის დარაბები დაამშვენებს. მათი დარეგულირება, გაღება-დახურვა კი მცხოვრებელს თავად შეუძლია. არქი ნუცუბიძის აშენება ენერგოეფექტური მასალებით იგეგმება. ერთ-ერთი ასეთი იტონგის გერმანული ბლოკი და ჰაიდელბერგცემენტის უმაღლესი ხარისხის ბეტონია. 9-სართულიან შენობას ღია და დახურული ავტოსადგომები ექნება. პროექტისთვის უკვე გამოიყო 2 000 კვ.მ-ის რეკრეაციული ზონა, რომელიც საბავშვო და სპორტულ სივრცეს გააერთიანებს. არქი ნუცუბიძე ლისის ტბასთან 5 წუთის სავალზე მდებარეობს. ეს კი მცხოვრებლისთვის დამატებითი კომფორტია: მათ შეუძლიათ ერთ-ერთ ყველაზე მწვანე ადგილას ისეირნონ და სუფთა ჰაერით დატკბნენ.

როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, 30 ნოემბერს არქის გრანდიოზული ფასდაკლება გელოდებათ. გარდა ამისა, არქი მaცხოვრებელს გადახდის მოსახერხებელ პირობებს სთავაზობს და მშენებარე ბინის შეძენა შიდა განვადებით შეგიძლიათ.

(R)