Forbes-მა იმ სამსახურების რეიტინგი შეადგინა, სადაც მენეჯერები ყველაზე მეტ ანაზღაურებას იღებენ

2019 წელს ყველაზე მაღალ ანაზღაურებას იღებენ ნავთობისა და გაზის კომპანიის ხელმძღვანელები, ასევე მძიმე მრეწველობისა და სატელეკომუნიკაციო სფეროს მენეჯერები. ამის შესახებ ჟურნალ Forbes-ის მიერ შედგენილი რეიტინგიდან ვიგებთ, რომელმაც ჩამონათვალი მსოფლიოს წამყვანი კონსალტინგური კომპანიების მონაცემებზე დაყრდნობით შეადგინა.

მათი ინფორმაციით, 2019 წელს ნავთობისა და გაზის კომპანიების ხელმძღვანელებზე საშუალოდ 3 მილიარდი დოლარის ოდენობის შემოსავალი მოდის. ამ სფეროს მენეჯერებზე და პრეზიდენტებზე ხელფასის ოდენობა 45%-ით, 3,28 მილიონამდე არის გაზრდილი გასული წლის 2,26 მილიონიდან. მიუხედავად ლიდერობისა, ის მაინც ჩამორჩება 2013 წელს დაფიქსირებულ რეკორდს, მაშინ მოცულობამ 3,77 მილიარდი შეადგინა - დასძენს გამოცემა.

რეიტინგში მეორე ადგილზეა მძიმე ინდუსტრიის სფეროს ხელმძღვანელები. მათზე გაცემული ხელფასის მოცულობამ 3 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხელფასმა 1,78 მილიონი დოლარით იკლო, რაც 1%-ით ნაკლებია გასული წლის მაჩვენებელზე.

ტოპ-სამეულში ასევე მოხვდა სატელეკომუნიკაციო სფეროს ხელმძღვანელების ანაზღაურება, რომლის მოცულობამ 1 მილიარდი დოლარი შეადგინა. საშუალოდ გაცემული ხელფასი 2019 წელს უდრიდა 1,29 მილიონ დოლარს, რაც 12%-ით მეტია გასული წლის მაჩვენებელზე.

ყველაზე დაბალი ხელფასები ფარმაცევტული ბიზნესის ხელმძღვანელებს აქვთ, სადაც შემოსავლებმა 500 მილიონი დოლარი შეადგინა, საშუალოდ გაცემული ხელფასის ოდენობამ 400 ათასი დოლარი.

ყველაზე სწრაფად მზარდი კი მიმდინარე წელს სატრანსპორტო სფერო გახდა +80%, ნავთობგაზის სფერო +45%, სამშენებლო და დეველოპერული სფერო +39%, ასევე სავაჭრო სფერო +24%.

კოკა კვირკველია