რას ვყიდულობთ რუსეთისგან - ტოპ-5 პროდუქტი

2019 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10 366.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.5 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 3 035.7 მლნ აშშ დოლარს (10.4 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 7 331.2 მლნ აშშ დოლარს (3.1 პროცენტით ნაკლები) შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 65.6 პროცენტი შეადგინა. იმპორტის თვალსაზრისით, ქვეყნების ათეულში მე-2 ადგილს რუსეთი იკავებს, საიდანაც იმპორტმა 774.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება პროდუქტებს, რაც რუსეთიდან შემოგვაქვს, ჩამონათვალში ლიდერობს:

  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 165 850 800 აშშ დოლარი;
  • ხორბალი და მესლინი - 70 650 400 აშშ დოლარი;
  • ქვანახშირის კოქსი და ნახევარკოქსი - 28 461 700 აშშ დოლარი;
  • ნავთობის აირები - 25 543 200 აშშ დოლარი;
  • მზესუმზირის ზეთი - 25 350 900 აშშ დოლარი
თაია არდოტელი