რუსეთში ძროხებს თავზე ვირტუალური რეალობის მოწყობილობები დაამაგრეს, სადაც ბალახი უფრო მწვანე ჩანს. ინფორმაციას The Moscow Times აქვეყნებს. გამოცემის ცნობით, მოსკოვის რეგიონის ფერმერებმა მოწყობილობები ძროხების მეწველობის გაზრდის მიზნით გამოსცადეს.
„ექსპერტები აღნიშნავენ, რომ აღნიშნულით შემცირდა ძროხების შფოთვა და ნახირს განწყობა გაუუმჯობესდა“, - განაცხადეს რეგიონული სოფლის მეურნეობის ადმინისტრაციაში.
მათი ცნობით, ექსპერიმენტის მეორე ფაზის დროს გამოიკვლევენ, რა გავლენას მოახდენს VR-ტექნოლოგიები მეწველობაზე.
„ინტერფაქსის“ ცნობით, კვლევა კრასნოგორსკის ფერმაში მიმდინარეობს. როგორც ადგილობრივი ადმინისტრაცია იუწყება, ძროხებს ადგილობრივი მწარმოებლები კლასიკურ მუსიკასაც ასმენინებენ, რომლის „დამამშვიდებელი ეფექტი დადებითაც მოქმედებს რძის გამოყოფაზე“.