ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
მათივე ცნობით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა და მოთხოვნამ შეადგინა 153 500 000 ლარი.
„მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.37 პროცენტით, მაქსიმალური 9.790 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.461 პროცენტით განისაზღვრა. კუპონური საპროცენტო განაკვეთი 7.000 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.