საქართველომ სამ რუსულ კომპანიას ხორცპროდუქტების გაყიდვის ლიცენზია მიანიჭა, - ამის შესახებ აღნიშნულია „როსსელხოზნადზორის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საუბარია სამ კომპანიაზე, რომლებიც საქართველოში ღორის, საქონლისა და ქათმის ხორცს გაყიდიან.
უწყების ინფორმაციით, ქართულმა მხარემ აღნიშნულ კომპანიებში ინსპექტირება 2019 წლის აპრილში ჩაატარეს. ინსპექციის შედეგად, ბრიანსკში და ბელგოროდში მდებარე ორ საწარმოს საქართველოს ხორცპროდუქტების გაყიდვის უფლება მიეცა.
ამასთან, რუსული მედიის ინფორმაციით, სწორედ ამის შედეგად გადაწყდა, რომ ამ კომპანიების პროდუქციას საქართველოში დამატებით ინსპექტირებას აღარ ჩაუტარებენ.