თურქეთში, ანატოლიის ქალაქ ნევშეირში, სადაც ისტორიული კაპადოკიის რეგიონი მდებარეობს, 2020 წლიდან კლდეში ნაკვეთი მუზეუმი გაიხსნება.
მხარეს, რომელიც ვულკანური ქანებითა და კლდეში ნაკვეთი ქალაქებითაა ცნობილი, ყოველწლიურად ათასობით ადამიანი სტუმრობს. მნახველთა განსაკუთრებულ გაოცებას ასევე იწვევს უცნაური ფორმის სვეტები და მთები.
თურქეთის ხელისუფლებამ რეგიონის პოპულარიზაციისა და ტურისტების მოზიდივის მიზნით კაპადოკიის ისტორიისა და კულტურის მუზეუმის გახსნა 2020 წლიდან გადაწყვიტა.
ადგილობრივ ლანდშაფტთან შერწყმის მიზნით მუზეუმი კლდეში იქნება გამოკვეთილი და მასში რეგიონში აღმოჩენილი სხვადასხვა პერიოდის არტეფაქტები მოთავსდება.
მისი მოცულობა დაახლოებით 50 000 კვადრატული მეტი იქნება და მასში საინფორმაციო კუთხე, ავტომობილების საპარკინგე სივრცე, ღია ცის ქვეშ საგამოფენო დარბაზი და რესტორანი მოეწყობა.
გეგმის მიხედვით, მუზეუმში 7 სხვადასხვა სექცია და ბავშვთა გასართობი სივრცე მოეწყობა, სადაც ისინი რეგიონის ისტორიას თამაშების მეშვეობით გაეცნობიან.