მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა

მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა გალაკტიონ ბუაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, ბუაძე სამუშაოდ კერძო სექტორში გადადის.