2021 წლიდან იაპონიაში საავტომობილო კომპანიებს ავტომატური დამუხრუჭების სისტემის დანერგვას დაავალდებულებენ

იაპონიის ხელისუფლება გეგმავს, 2021 წლიდან დაავალდებულოს იაპონური საავტომობილო კომპანიები წარმოებაში დანერგონ ავტომატური დამუხრუჭების სისტემები, ყველა მათ მიერ წარმოებულ ახალ ავტომობილში, რომლებიც 2021 წლის ნოემბრის შემდეგ გამოიცემა. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა Asahi წერს.

მოთხოვნა ავტომწარმოებლებისადმი მოყვანილი იქნება თანხვედრაში საერთაშორისო წესებთან, რომელსაც როგორც მოსალოდნელია მიიღებენ უკვე იანვარში. ხელისუფლების განცხადებით, თუ მოდელები, რომლების გამოცემაც 2021 წლის ნოემბრამდე მოხდება, განაგრძობენ ამას 2025 წლის ბოლომდე. ეს მისცემს კომპანიებს დროს, რათა დანერგონ აუცილებელი ცვლილება წარმოების პროცესში. რაც შეეხება იაპონიაში იმპორტირებულ ავტომობილებს, მათთვის ეს მოთხოვნა ჯერ დამტკიცებული არ არის.

მთავრობის განცხადებით, ახალი სისტემის შემოღება პირველ რიგში შეამცირებს ავტოსაგზაო შემთხვევებს, რომლის მსხვერპლიც ხდებიან ხანშიშესულები, რომლებიც ასაკიდან გამომდინარე სწრაფად ვერ რეაგირებენ მოსალოდნელ საფრთხეებზე. მეორეს მხრივ კი, ამ სისტემის დანერგვა გააძვირებს ავტომობილების ღირებულებას თავად ახალი სამუხრუჭე სისტემის სიძვირიდან გამომდინარე, ახლა აღნიშნულ სისტემებს მხოლოდ ბიზნეს კლასის ავტომობილებში იყენებენ.

კოკა კვირკველია