ირანში ბენზინის გაძვირების შემდეგ მოხმარება 20%-ით შემცირდა

მას შემდეგ, რაც ირანში საწვავზე ახალი ტარიფები ამოქმედდა, ქვეყანაში ყოველდღიურად ბენზინის მოხმარება 20%-ით შემცირდა. ამის შესახებ ადგილობრივი ტელერადიოკომპანია IRIB იუწყება.

როგორც ტელეკომპანია იუწყება, 15 ნოემბრამდე, სანამ ამოქმედდებოდა ახალი ფასი ქვეყანაში, ამ საწვავის ყოველდღიური მოხმარება შეადგენდა 98 მილიონ ლიტრს დღეში, ახალი ტარიფის ამოქმდების შემდეგ კი ეს მაჩვენებელი შემცირდა 79 მილიონ ლიტრამდე.

როგორც ცნობილია, ირანში 15 ნოემბერს ამოქმედდა მთავრობის ახალი განკარგულება, რომლის თანახმად ქვეყანაში 1 ლიტრ საწვავზე ფასი გაიზარდა 30 ათას რიალამდე, ზრდამ დაახლოებით 0,2 დოლარი შეადგინა, რაც ფაქტობრივად, ფასის სამჯერ გაძვირებას ნიშნავს.

ამ გადაწყვეტილებამ კი ქვეყნის მსხვილ ქალაქებში მასობრივი პროტესტი გამოიწვია. პოლიციასთან შეტაკებებს კი რამდენიმე ასეული ადამიანის გარდაცვალება და მასობრივი დაპატიმრებები მოჰყვა.

კოკა კვირკველია