ინგლისის ცენტრალურმა ბანკმა ამერიკულ Citigroup-ს რეკორდული ჯარიმა დააკისრა

Citigroup Inc. 44 მილიონი გირვანქა სტერლინგით დაჯარიმდა. ამის მიზეზი „ინგლისის ბანკის“ მიერ წარდგენილ ანგარიშში უზუსტობა გახდა. აღნიშნული ჯარიმა რეკორდულია ინგლისის ცენტრალური ბანკისთვის, რომლის ინფორმაციითაც ამერიკულმა ფინანსურმა უწყებამ ხარვეზი დაუშვა 2014-2018 წლების ანგარიშში, რომელიც ეხებოდა კაპიტალის ლიკვიდურობას.

ინგლისის ცენტრალური ბანკის პრუდენციალური სამმართველოს ხელმძღვანელებმა ხარვეზები Citigroup-ის სამი ბრიტანული განყოფილების მიერ წარდგენილ ანგარიშში აღმოაჩინეს. მარეგულირებელი აღნიშნავს, რომ ფინანსური ანგარიშები ბრიტანულ განყოფილებებში ხშირად ხელით მზადდებოდა, თანაც ხშირად ერთი პირის მიერ, რომელიც იმყოფებოდა ბუდაპეშტში. მარეგულირებელს კითხვები ანგარიშის მონაცემთა დათვლის ხარისხთან მიმართებაში გაუჩნდა, რომლის შედეგად რამდენიმე შეცდომა გამოვლინდა.

გამოვლენილმა შეცდომებმა კი მთლიანად დოკუმენტის მიმართ გააჩინა უნდობლობა და ის საბოლოოდ დახარვეზდა.

მარეგულირებლის განცხადებით, მიუხედავად ანგარიშის ხარისხთან მიმართებაში გამოვლენილი ხარვეზისა, ბანკს არ ჰქონდა პრობლემები კაპიტალთან ან ლიკვიდურობასთან დაკავშირებით.

კოკა კვირკველია