როგორ უნდა შეარჩიოთ ლაზერული ეპილაციის აპარატი, რომ თქვენი ესთეტიკური ცენტრი გარანტირებულად წარმატებული იყოს - რჩევები სილამაზის სალონების წარმომადგენლებისგან

მსოფლიოში იშვიათად თუ შეხვდებით ისეთი ტემპით მზარდ ბიზნესს, როგორიც სილამაზის სალონები და ესთეტიკის ცენტრებია. სილამაზესთან დაკავშირებულ თითოეულ პროცედურაზე მოთხოვნა მუდმივად იზრდება. განსაკუთრებით პოპულარული კი ლაზერული პროცედურებია. ერთ-ერთი კვლევის თანახმად ლაზერული ბაზრის მოცულობა 2013 წელს დაახლოებით 200 ათასი მილიონი აშშ დოლარი იყო, 2024 წლისთვის კი ნავარაუდებია, რომ ამ მაჩვენებელმა 800 ათას აშშ დოლარს მიაღწიოს. მდგომარეობა ანალოგიურია საქართველოშიც.

ჩვენთან ლაზერულ პროცედურებს შორის განსაკუთრებულად მზარდი ტემპით ლაზერული ეპილაცია გამოირჩევა. შესაბამისად, საქართველოში, ისევე როგორც სხვა არაერთ ქვეყანაში მოთხოვნა ხარისხიან და სანდო ლაზერულ აპარატებზე მნიშვნელოვნად იზრდება. უკანასკნელი წლების ერთ-ერთი გამორჩეული ბრენდი ამ მიმართულებით არის Lumenis, რომელიც სხვადასხვა სეგმენტზე გათვლილ ლაზერულ აპარატებს აწარმოებს.

“ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, როგორ ახერხებენ სალონები მომხმარებლების შენარჩუნებას და რა უნდა გააკეთონ ახლადგახსნილმა ესთეტიკურმა ცენტრებმა, რომ საჭირო რაოდენობის მომხმარებლების მოზიდვა შეძლონ. ამ კითხვებით თბილისში არსებულ რამდენიმე ახალგახსნილ და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სალონს მივმართეთ. ახლა კი გთავაზობთ იმ ძირითად საკითხებს, რომლებსაც ჩვენ მიერ გამოკითხული სალონების წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს.

ჰიგიენა

სილამაზის სალონისა თუ ესთეტიკური ცენტრის წარმატების მთავარი პირობა არის მაღალ დონეზე დაცული ჰიგიენა. სალონში შესული მომხმარებელი უკან არასდროს დაბრუნდება, თუ იქ არსებულმა სანიტარულმა ნორმებმა არ დააკმაყოფილა. ეს ეხება როგორც პრემიუმ კლასის ესთეტიკურ ცენტრებს, ისე შედარებით ბიუჯეტურ სილამაზის სალონებს. რაც უნდა მაღალი ხარისხის აპარატურა და პროდუქცია დაახვედრო მომხმარებელს, თუ ჰიგიენა დაცული არ არის, მომხმარებელი კმაყოფილი არ იქნება და ვერც ბაზარზე წარმატებით ოპერირებას შეძლებთ.

მაღალკვალიფიცური სპეციალისტები

სპეციალისტს სალონის წარმატებაში ძალიან დიდი როლი აქვს. უნდა შეარჩიოთ მაღალკვალიფიცური სპეციალისტი, რომელიც მოსულ კლიენტსა თუ პაციენტს შეინარჩუნებს და დაბრუნების სურვილს გაუჩენს. ყველა კოსმეტოლოგს არ შეუძლია დერმატოლოგიური პროცედურების სათანადო დონეზე ჩატარება, ამიტომ მხოლოდ ის ფაქტი, რომ კოსმეტოლოგს ასაქმებთ სალონში, საკმარისი არაა.

პროდუქცია

პროდუქციაზე თანხების დაზოგვა არ უნდა მოხდეს. შეიძლება მაღალკვალიფიციურმა სპეციალსტმა კარგად მოაწესრიგოს ფრჩხილი, მაგრამ უხარისხო ლაქით გაკეთებული მანიკიური 2 დღეში გაფუჭდეს. ამ შემთხვევაში მომხმარებელი არა პროდუქციის, არამედ სალონის უკმაყოფილო იქნება. ეს საკითხი კიდევ უფრო აქტუალურია კოსმეტოლოგიური პროცედურების დროს.

მრავალფეროვანი შეთავაზება

წარმატების მიღწევა მხოლოდ ერთი სახის მომსახურების შეთავაზებით საკმაოდ რთულია. სწორედ ამიტომ სილამაზის სალონებმა და ესთეტიკურმა ცენტრებმა მომხმარებლებს მაქსიმალურად მრავალფეროვანი მომსახურება უნდა შესთავაზონ. რაც შეეხება მოთხოვნად სერვისებს, დღეს ლაზეურლი ეპილაცია ესთეტიკის სფეროს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მომსახურებაა.

რადგან ეპილაციით მომხმარებლების განსაკუთრებულად დიდი ნაწილი ინტერსედება, გთავაზობთ რჩევებს, თუ როგორ უნდა შეარჩიოთ ლაზერული ეპილაციის აპარატი, რომ მძაფრი კონკურენციის პირობებში თქვენმა სალონმა პოპულარობის მოპოვება შეძლოს.

  • ლაზერული ეპილაციის ბრენდი უნდა იყოს სანდო და გამოცდილი. მაგალითად, ქართულ ბაზარზე არსებული ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ბრენდი ყოველწლიურად განახლებას სთავაზობს მომხმარებელს. ეს შეიძლება ერთი შეხედვით პოზიტიურად ჟღერდეს, მაგრამ რეალურად კარგი ნამდვილად არაა როდესაც რამდენიმე ათეულ ათასს დებ ლაზერულ აპარატში და შენივე ბრენდი იმავე წელს გთავაზობს განახლებას და შენს აპარატს არეკლამებს, როგორც ძველ მოდელს. რეალურად ხარისხიან აპარატს ყოველ წელს რაღაცის გაუმჯობესება არ უნდა სჭირდებობდეს შედეგის მისაღწევად. თან უნდა გაითვალისწინოთ ისიც, რომ აღნიშნულ აპარატებს შორის სერიოზული განსხვავება არ არის და ეს უბრალოდ მარკეტინგული აქტივობაა. უნდა მოძებნოთ უფრო სტაბილური და სანდო ბრენდი. მაგალითად, ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი ასეთი ბრენდი არის Lumenis, რომელიც პერიოდულად აკეთებს პროგრამულ განახლებას, თუმცა მონაცემებით და ტექნოლოგიით იგივე სიმძლავრეს და დაპატენტებულ მოწინავე ტექნოლოგიას გვთავაზობს. კარგად ნაცადი და დატესტილი მაღალი სიმძლავრის აპარატით, თქვენ ნამდვილად შეძლებთ კლიენტების მოზიდვას და შენარჩუნებას.
  • კონკურენცია საკმაოდ მძაფრია, ამიტომ უნდა ეცადოთ შეარჩიოთ აპარატი, რომელიც ყოველ მეორე სალონს არ ექნება. ამით თქვენ უკეთესად შეძლებთ კმაყოფილი ლოიალური მომხმარებლების შეძენას და დემპინგის მსხვერპლიც ნაკლებად გახდებით.
  • უნდა შეარჩიოთ მაღალი ენერგიის მქონე ლაზერული აპარატი. ლაზერულ ეპილაციაში სიმძლავრეს მოაქვს შედეგი. შედეგი კი კმაყოფილ პაციენტებსა და გაზრდილ ნაკადს უზრუნველყოფს. ახლადგახსნილმა სალონმა ჯერ საჭირო შედეგი უნდა დადოს, მომხმარებელს დაანახოს, რამდენად მაღალ ხარისხს სთავაზობს და მერე დაიწყოს ფასებითა და სერვისებით მომხმარებლის მოზიდვაზე ზრუნვა.

  • ლაზერული აპარატის შერჩევის დროს უნდა გაითვალისწინოთ, ეპილაცია თქვენი ძირითადი მომსახურებაა თუ დამხმარე. თუ დამხმარეა, მაღალ ენერგიაზე მომუშავე ხარისიხანი აპარატის შეძენა დაახლოებით 45 000 ევროდ შეგიძლიათ. ხოლო თუ ესთეტიკური ცენტრისთვის იძენთ აპარატს და ეპილაცია ერთ-ერთი ძირითადი მომსახურებაა, უმჯობესია შეიძნოთ აპარატი რამდენიმე ფუნქციით, რომელიც თმასთან ერთად აშორებს ზედაპირულ კაპილარებს, სტრიებს, პიგმენტურ ლაქებს, აკეთებს პილინგს. ამ შემთხვევაში საუკეთესო არჩევანი Splendor X-ია. ეს არის ორსხივიანი აპარატი: ალექსანდრიტს დამატებული იაგი. იაგი აძლიერებს ალექსანდრიტს და შეღწევადობა ხდება უფრო ღრმა. ეს კი ორმაგი დარტყმაა თმაზე და საოცარი შედეგის მოტანა შეუძლია.
  • ლაზერული აპარატის შეძენამდე, მის შესახებ ინფორმაცია კარგად უნდა გადაამოწმოთ. არ უნდა ენდოთ ქართულად ნათარგმნ ბროშურებს. ინფორმაციის შესამოწმებლად ერთ-ერთი საუკეთესო წყარო არის FDA (Food and Drug Administration). აღნიშნული მოცულობის ინვესტიციის ჩადების დროს, აუცილებელია ინფორმაციის თითოეული დეტალი სანდო წყაროსგან იყოს მიღებული.