თბილისში ProductTank-ის შეხვედრების სერია გაიმართება

თბილისში ProductTank-ის შეხვედრების სერია გაიმართება.

ProductTank არის ყოველთვიური შეხვედრების სერია, რომელიც მასპინძლობს პროდუქტ მენეჯერებს, სტარტაპ დამფუძნებლებს, დიზაინერებს, დეველოპერებსა და ყველას, ვისაც მეტის გაგება სურს პროდუქტ მენეჯმენტის შესახებ.

შეხვედრების სერია 2010 წელს ლონდონში დაიწყო და დღეს უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 185 ქალაქს აერთიანებს.

შეხვედრებზე მოწვეული სპიკერები საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას აზიარებენ ლექციების, ვორქშოპებისა და ტრენინგების საშუალებით.

ProductTank Tbilisi-ს შემდეგი შეხვედრის თემაა ბანკინგისა და ფინანსური ტექნოლოგიების მომავალი.

შეხვედრა გაიმართება 29 ნოემბერს, 20:00 საათზე, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში.

შეხვედრის სპიკერები არიან:

• ირაკლი ჭეიშვილი, Digital Product Owner, საქართველოს ბანკი

"ყველაფერი BOG.ge-ის შესახებ"

• კობა ქურდაძე, დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, UniPAY

"მომავლის ხედვები ფინანსური ტექნოლოგიების სფეროში"

შეხვედრის სამუშაო ენაა ქართული.

ProductTank-ზე დასწრება ყოველთვის უფასოა, მაგრამ საჭიროებს წინასწარ რეგისტრაციას meetup.com-ზე:

https://www.meetup.com/ProductTank-Tbilisi/events/266726824/

შეხვედრის ორგანიზატორია Tbilisi Startup Bureau და მხარდამჭერია Fintech.ge.

შეხვედრის მედია პარტნიორია: bpn.ge • ბიზნესპრესნიუსი.