კახა კალაძემ ფონიჭალაში რეკრეაციული სივრცე გახსნა

ფონიჭალაში, სადგურის ქუჩა N57-ის მიმდებარედ, რეკრეაციული სივრცე მოაწყო. სკვერის გახსნის საზეიმო ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო. მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე მოსახლეობის სურვილის გათვალისწინებით, ძველი ავტოფარეხების დემონტაჟი განხორციელდა, რომლის ნაცვლად, 4 000 კვ.მ-ზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერი განთავსდა.

პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე დამონტაჟდა ტრენაჟორები, ასევე, მოეწყო სარწყავი და გარე განათების სისტემები, სპორტული მოედანი, საფეხმავლო ბილიკები, გამწვანების ზოლები, საჩრდილობლები და მოსასვენებლი კუთხეები. სკვერში გასართობი ატრაქციონებით ოთხი საბავშვო ზონა განთავსდა და რეკრეაციული სივრცე სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარით გამწვანდა. სკვერის გახსნის ღონისძიების ფარგლებში, სკვერში ბავშვთა გასართობი პროგრამა არის წარმოდგენილი.

საღამო ბენდის - „Seenთეზი“ კონცერტით გაგრძელდა. საზეიმო ღონისძიება ფოიერვერკით დასრულდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, რეკრეაციული სივრცის მოწყობისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 406 800 ლარი გამოიყო.