სავაჭრო საკითხებში აშშ-ის წარმომადგენელი რობერტ ლეიტჰაიზერი 2 დეკემბერს დაასრულებს მოკვლევას საფრანგეთის მხრიდან შემოღებულ ე.წ. ციფრული გადასახადის დაწესებაზე. სწორედ ამის შესახებ გამოაცხადებს გადაწყვეტილებას შესაძლო ზომების მიღების თაობაზე. ამის შესახებ საუბარია მისი აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. აღსანიშნავია, რომ ლეიტჰაიზერის მიერ შემოთავაზებულ ზომებს დონალდ ტრამპის დამტკიცება სჭირდება.
როგორც ცნობილია, ოქტომბრის შუა რიცხვებში აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სტივენ მნუჩინმა განაცხადა, რომ აშშ და საფრანგეთი ახლოს იყვნენ საერთაშორისო შეთანხმების გაფორმებასთან, რომელიც ითვალისწინებდა ციფრულ კომპანიებზე გადასახადის დაწესებას.
შეგახსენებთ, 11 ივლისს საფრანგეთის სენატმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც უმსხვილესი ციფრული მომსახურების კომპანიებს ახალ გადასახადს უწესებდა. ის შეეხებოდა იმ კომპანიებს, რომელთა შემოსავლები 2019 წლის 1-ლი იანვრიდან აღემატებოდა საფრანგეთში მათი ბრუნვის 3%-ს. მისი ამოქმედების ქვეშ კი ექცეოდა კომპანიები, რომელთაც საფრანგეთში წლიურად 25 მილიონი ევროს ბრუნვა ჰქონდა, ასევე შეეხებოდა იმ კომპანიებს, რომელთა საქმიანობა დაკავშირებული იყო ონლაინ-რეკლამასთან, გაყიდვებთან გლობალურ ქსელში.
ამის პასუხად კი მაშინ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დააწესებდა გადასახადს ფრანგულ ღვინოზე.