შეიძინეთ ბინა 50 000-ლარიანი ფასდაკლებით m2 ის კომპლექსში

m2 “შავი პარასკევის” ფარგლებში, ერთკვირიან უპრეცედენტო აქციას გთავაზობთ. აქციის ფარგლებში 29 ნოემბრიდან 7 დეკემბრამდე, ყაზბეგის გამზირზე მდებარე m2 ის კომპლექსში, ბინას 50 000 ლარის ფასდაკლებით შეიძენთ და ახალ წელს ახალ ბინაში შეხვდებით.

აქცია ეხება მხოლოდ ყაზბეგის #15-ში მდებარე კომპლექსის ათ ბინას, რომლებიც სრულად არის გარემონტებული და ნაწილობრივ აღჭურვილია იტალიური ავეჯით, ხოლო სამზარეულოში ჩაშენებულია გაზქურა და გამწოვი.

ყაზბეგის კომპლექსში ძირითადი ნაწილი უკვე შესახლებულია. ახალი მობინადრეები m2-ის დანარჩენი კომპლექსების მსგავსად სარგებლობენ ავტოსადგომით, საბავშვო და მოსასვენებელი საერთო სივრცეებით, კეთილმოწყობილი ეზოთი და რაც მთავარია, m2-ის მოვლა პატრონობის 24 საათიანი მომსახურებით.

„თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში მდებარე კომპლექსი, ბოლომდეა დასრულებული და კეთილმოწყობილი. ყველა სართულზე გამართულია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა, ბინები კი ცნობილი ევროპული ბრენდების მასალით არის გარემონტებული. აქციასთან დაკავშირებული ყველა დეტალის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიღება და შეძენის პირობების გაცნობა m2-ის გაყიდვების ოფისებშია შესაძლებელი, ასევე მუშაობს 24 საათიანი ცხელი ხაზი: 0322444111“ - განაცხადა m2-ს გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, სალომე ლაზიშვილმა.