"თბილისის თითოეული მოქალაქე გრძნობს, როგორ ვითარდება, იქმნება და როგორ უფრო ევროპული ხდება ეს ქალაქი"

თბილისის თითოეული მოქალაქე დღეს გრძნობს და აქვს შეხება იმასთან, როგორ ვითარდება, იქმნება და როგორ უფრო ევროპული ხდება ეს ქალაქი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თბილისის მერის ორწლიანი მუშაობის ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, დედაქალაქის მერის მიერ განხორციელებული და განსახორციელებელი პროექტები დასტურია იმის, რამდენად ეფექტურად მუშაობს დღეს მერია.

„დარწმუნებული ვარ, კახა კალაძემ ყველაზე უკეთ იცის რას მოელიან თბილისელები მისგან და დარწმუნებული ვარ, ის სრულად შეასრულებს ყველა იმ ვალდებულებას, რომელიც გააჩნია ქალაქის წინაშე,“ - განაცხადა გახარიამ.