Black Friday „ტოიოტა ცენტრ თბილისში“

"ტოიოტას" პირველი ოფიციალური დილერი საქართველოში „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ „შავ პარასკევთან“ (Black Friday) დაკავშირებით, მომხმარებელს სპეციალურ აქციას სთავაზობს.

სპეცაქციაში ჩართვა ნებისმიერი ფიზიკური პირისთვის მხოლოდ ერთი დღით, 29 ნოემბერსაა შესაძლებელი.

„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ მომხმარებელი, რომელიც სპეცაქციის მონაწილე გახდება, ტოიოტას ნებისმიერ ორიგინალ ავტონაწილზე, აქსესუარსა და ტექნიკურ სერვისზე 20%-იან ფასდაკლებას მიიღებს.

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ავტომობილების მფლობელებს მოემსახურებიან „ტოიოტას“ მიერ სერთიფიცირებული მაღალპროფესიონალი ტექნიკოსები, რომლებიც ასევე, მზად არიან, მომხმარებელს მათთვის საჭირო ნებისმიერ ტექნიკურ საკითხის შესახებ კონსულტაცია გაუწიონ.

„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ სპეციალურ აქციაში ჩართვით, მომხმარებელი შეძლებს უმოკლეს დროში განაახლოს თავისი ავტომობილი და ამასთან ერთად, მაღალი ხარისხის მომსახურება მიიღოს.

სპეციალური აქციით სარგებლობის მსურველებს შეუძლიათ მიმართონ „ტოიოტა ცენტრ თბილისს“ შემდეგ მისამართზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-20 კმ. დილის 09:30-დან საღამოს 18:00 საათამდე. დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: +995 032 2511; www.toyota-tbilisi.com