ტაილანდში ზებრა გადასასვლეები დახატეს, რომელიც ოპტიკურ ილუზიას ჰქმნის, რომ თითქოს მასზე ბავშვები გადადიან. გადასასვლელები მოყვარულთა ჯგუფის ნამუშავარია, რომელთაც სურთ გზები ფეხით მოსიარულეთათვის უფრო უსაფრთხო გახადონ.
ზებრა გადასასვლელი ბანკოკის გარეუბანში ერთ-ერთ სკოლასთანაა მოწყობილი. პროექტი ტაილანდის მთავრობის შემნახველმა ბანკმა დააფინანსა.
მსგავსი გადასასვლელი ბოლო ხუთი თვის განმავლობაში კიდევ 6 სკოლასთან და სალოცავთან მოეწყო.
ტაილანდის ეროვნული ჯანდაცვის უსაფრთხოების ოფისის ცნობით, ქვეყანაში ბოლო ოთხი წლის მანძილზე, ავტომობილის შეჯახების შედეგად 900 ადამიანი დაიღუპა.
ავტორი: ნუკა კეკელია