„შავი პარასკევი“, რომელიც სავაჭრო სფეროში მასშტაბური ფასდაკლებების დღედ ითვლება, საქართველოში დღეს დილიდან დაიწყო. როგორც სავაჭრო ცენტრების ვებგვერდებზეა აღნიშნული, „შავ პარასკევს“ მაღაზიათა უმეტესობას საქართველოში 10%-დან 50%-იანი ფასდაკლება აქვს, მაშინ როცა აშშ-ში მაღაზიათა უმეტესობაში 80%-მდე ფასდაკლებით სარგებლობაა შესაძლებელი.
აღსანიშნავია, რომ სავაჭრო ცენტრების გვერდზე არსებული ინფორმაციით, გასული წლებისგან განსხვავებით, წელს ფასდაკლებები არის ისეთ მაღაზიებში, როგორიცაა „ბერშკა“, „მასიმო დუტი“ და ა.შ.
რაც შეეხება ფასდაკლებებს "ისთ ფოინთში", სხვადასხვა მაღაზიებში ძირითადად 20%-50%-იანი ფასდაკლება მოქმედებს. მაგალითად, H&M-ში - 20%-იანი ფასდაკლებაა ყველაფერზე; Massimo Dutti-ს - 20% ფასდაკლება აქვს შერჩეულ მოდელებზე; Mango-ში სრულ კოლექციაზე 20%-იანი; Waikiki-ს - 20%-იანი ფასდაკლება ახალ კოლექციაზე; 30%-იანი ფასდაკლება აქვს გამოცხადებული - Stradivarius-ს შერჩეულ მოდელებზე; ასევე 30%-იანი ფასდაკლება გელოდებათ - Bershka-ს შერჩეულ მოდელებზე; Aldo -ს; Koton-ს ყველაფერზე, (მათ შორის უკვე ფასდაკლებულ ნივთებზეც).
გარდა ამისა, 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ Yves Rocher -ში პროდუქციის თითქმის სრულ ასორტიმენტზე; Lutecia-ში - 30-50% ფასდაკლება; New Yorker-ში - 50%-მდე; Ecco-ში - 50% მდე ფასდაკლება მითითებულ კოლექციაზე; Bata-ს - 50%-იანი ფასდაკლება აქვს მითითებულ კოლექციაზე; Shoes Gallery-ში - 50%-მდე ფასდაკლება მითითებულ კოლექციაზე; Parfois-ში - 50% ფასდაკლება მეორე შენაძენზე; Terranova-ში - 50%-იანი ფასდაკლება ნებისმიერ მეორე შენძენზე; Pent - 50%-მდე ფასდაკლება შერჩეულ კოლექციაზე; ამასთან, Zara-ში - 40%-იანი (შერჩეულ მოდელებზე); FLO-ში ასევ 40%-მდე ფასდაკლებაა შერჩეულ მოდელებზე. ყველაზე მაღალი ფასდაკლება, რომლითაც მომხმარებელი "ისთ ფოინთში“ შავ პარასკევს ისარგებლებს, 70%-80%-იანი ფასდაკლებაა. მაგალითად, მათ შორის, F&F-ს - 70%-იანი ფასდაკლება აქვს; ასევე 70-80%-იანი ფასდაკლებაა Carrefour-ში.
„შავ პარასკევთან“ დაკავშირებით, „თბილისი მოლის“ მაღაზიებში ძირითადად 30%-იანი ფასდაკლებები იმოქმედებს. მაგალითად, Aldo-ს – 30%-იანი ფასდაკლება ექნება შეზღუდული დროით; Bata-ს შერჩეულ მოდელებზე 50%-იანი; ასევე შერჩეულ მოდელებზე Bershka-ს 30%-იანი ფასდაკლება აქვს; Geox-ში - 50%-მდე ფასდაკლება გელოდებათ შერჩეულ კოლექციაზე; Clarks-ს და Colin’s 30% - იანი ფასდაკლება ექნებათ; Gepherrini მომხმარებელს – 20%-იან ფასდაკლებას სთავაზობს ყველაფერზე; Jungle Fever-ს – 25%-იანი ფასდაკლება ექნება სრულ კოლექციაზე; Koton-ში – 30%-იანი; LC Waikiki-ში – 20%-იანი; Mango-ში – 20%-იანი; Marks & Spencer-ში – 30%-იანი; Massimo Dutti-ში - მხოლოდ29 ნომებერს 20% ფასდაკლება შერჩეულ მოდელებზე; Pull & Bear -ში –30%-იანი ფასდაკლება შერჩეულ მოდელებზე; Puma-ში – 30%-მდე; Stradivarius-ში - მხოლოდ 29 ნოემბერს 30%-იანი ფასდაკლება შერჩეულ მოდელებზე; ასევე მხოლოდ 29 ნოემბერს ZARA-ში 40%-იანი ფასდაკლება გელოდებათ შერჩეულ მოდელებზე. ყველაზე მაღალი 75%-მდე ფასდაკლება აქვს შერჩეულ კოლექციაზე QUIZ-ს; F&F-ს – 70%-მდე; OVS-ში კი 60%-მდე ფასდაკლება გელოდებათ ქალის, კაცისა და ბავშვის შერჩეულ კოლექციაზე.
რაც შეეხება „გალერია თბილისს“, სავაჭრო ცენტრში განთავსებული მაღაზიები მომხმარებლებს ძირითადად, 10-დან 50%-მდე ფასდაკლებებს შესთავაზებენ. მაგალითად, H&M-ში - 20% ფასდაკლება იქნება სრულ კოლექციაზე; Waikiki-ს - 20%-50%-მდე ფასდაკლებები ახალ კოლექციაზე; Pandora-ს – 20%-იანი; Karl Lagerfeld-ს - 20%-იანი; Franco Fontana-ს - 35%-40%-იანი ფასდაკლება; Avtandil-ს - 30%-იანი; Kalta Bedniereba-ში - 50%-მდე ფასდაკლება გელოდებათ შერჩეულ პროდუქციაზე; Giovanni Morra-ს - 50%-მდე ფასდაკლება ექნება ბაფთებსა და წინდებზე, 25%-იანი ჰალსტუხებზე, ხოლო 15%-იანი ფასდაკლება სხვა პროდუქტების შერჩეულ კოლექციაზე; Trussardi - 20%-იანი; Bata კი მომხმარებელს - 50%-იან ფასდაკლებას შესთავაზებს შერჩეულ კოლექციაზე.
ფასდაკლებები იქნება ახალგახსნილ „სითი მოლი საბურთალოშიც“. მათ შორის, H&M-ში შერჩეულ კოლექციაზე 50%-მდე ფასდაკლება; Miniso-ში - 25%-იანი; „ფრანკო ფონტანაში“ - 35%-იანი; Pandora-ში – 20%-იანი; ZARA -ში – 40%-იანი ფასდაკლება შერჩეულ კოლექციაზე; BERSHKA-სა და STRADIVARIUS-ში 30%-იანი ფასდაკლება გელოდებათ შერჩეულ კოლექციაზე; MASSIMO DUTTI -ს შერჩეულ კოლექციაზე - 20%-იანი; MANGO-ს – 20%-იანი ფასდაკლება სრულ კოლექციაზე.
ზოგიერთ მაღაზიას აქვს სპეციალური შეთავაზება და სხვადასხვა სახის აქცია. მაგალითად, Bambino-ს მომხმარებელს სთავაზობს - იყიდე ერთი და მეორე მიიღე საჩუქრად/სრულ კოლექციაზე; Calzedonia-ს აქვს - სპეციალური ფასდაკლება; Carpisa-ში - 1 ნივთის შეძენისას 20%-იანი, 2-ზე მეტი ნივთის შეძენისას კი 30% ფასდაკლება იქნება.
ამასთან, ფასდაკლებები მოქმედებს ტექნიკის მაღაზიებშიც. მათ შორის, Elit electronics-ს -60%-იანი; Alta-ს - 80%-მდე ფასდაკლება და საჩუქარი 200 ლარის ზემოთ შენაძენზე; Metromart-ს - სპეციალური ფასდაკლება; Beko-ს - 30%-მდე; Zoomer-ს - 30% ფასდაკლება შერჩეულ მოდელებზე; Super-ს - 30%-იანი; ხოლო Miniso - 25%-იანი ფასდაკლება აქვს.
სავაჭრო ცენტრების ცნობით, 29 ნოემბერს მაღაზიები ღამის 12 საათამდე იმუშავებენ.
„შავი პარასკევი“ - მადლიერების დღის მეორე დღეა აშშ-ში, რომელიც ხშირად მიიჩნევა საშობაო ვაჭრობის დასაწყისად. აშშ-ში მრავალი მაღაზია სხვადასხვა პროდუქციაზე ამ დღეს მასშტაბურ ფასდაკლებებს და აქციებს აწყობს. ამ დღეს ფასდაკლებების მოწყობის ტრადიცია ჯერ კიდევ XIX საუკუნეში იღებს სათავეს, თუმცა ტერმინი „შავი პარასკევი“ 1966 წლიდან დამკვიდრდა. ტერმინის სამშობლოა ფილადელფიის შტატი და თავდაპირველად გზებზე დიდი საცობების აღსანიშნავად გამოიყენეს. „შავი პარასკევი“ როგორც წესი, 23-დან 29 ნოემბრამდე შუალედში აღინიშნება.