გაერთიანებული არაბეთის საემიროების დეველოპერული კომპანია Damac Properties-ის ხელმძღვანელმა ჰუსეინ საჯვანიმ სახელგანთქმული იტალიური მოდის სახლი Roberto Cavalli იყიდა. ამის შესახებ Bloomberg-ი იუწყება.
როგორც სააგენტო წერს, შეძენა 28 ნოემბერს მოხდა საჯვანის კომპანიის მეშვეობით. Roberto Cavalli მანამდე იტალიურ კომპანია Clessidra-ს კუთვნილება იყო.
საჯვანი 2002 წლიდან გახლავთ მისივე დაფუძნებული კომპანიის Damac Properties-ის ხელმძღვანელი, მისი ქონება Forbes-ს 1,9 მილიარდ დოლარად აქვს შეფასებული.