ავიაკომპანიები „რეინეარი“ და „ვიზეარი“ „შავ პარასკევთან“ დაკავშირებით მოქალაქეებს ფასდაკლებას სთავაზობენ. ამის შესახებ, ინფორმაცია კომპანიების ვებ-გვერდზეა მითითებული.
კერძოდ, „ვიზეარის“ ცნობით, მოქალაქეები 30%-მდე ფასდაკლებას მიიღებენ ფრენებზე, შერჩეულ მიმართულებებზე, იმ შემთხვევაში თუ ბილეთს დღეს დაჯავშნიან. „რეინეარს“ კი 25%-მდე ფასდაკლება აქვს 1 მლნ ადგილზე (ბილეთზე).
„შავი პარასკევი“, რომელიც სავაჭრო სფეროში მასშტაბური ფასდაკლებების დღედ ითვლება, მადლიერების დღის მეორე დღეა აშშ-ში, რომელიც ხშირად მიიჩნევა საშობაო ვაჭრობის დასაწყისად. აშშ-ში მრავალი მაღაზია სხვადასხვა პროდუქციაზე ამ დღეს მასშტაბურ ფასდაკლებებს და აქციებს აწყობს. მაშინ როცა, საქართველოში სავაჭრო ცენტრებში ძირითადად 20-50%-მდე ფასდაკლებები მოქმედებს.
ამ დღეს ფასდაკლებების მოწყობის ტრადიცია ჯერ კიდევ XIX საუკუნეში იღებს სათავეს, თუმცა ტერმინი „შავი პარასკევი“ 1966 წლიდან დამკვიდრდა. ტერმინის სამშობლოა ფილადელფიის შტატი და თავდაპირველად გზებზე დიდი საცობების აღსანიშნავად გამოიყენეს. „შავი პარასკევი“ როგორც წესი, 23-დან 29 ნოემბრამდე შუალედში აღინიშნება.