ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები იმყოფებიან. ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები შენობაში არსებულ ინვენტარს აღწერენ. აღწერის დასრულების შემდეგ მონაცემებს ეკონომიკის სამინისტროს გადასცემენ, რის შემდეგაც შენობას დაკონსერვებულად გამოაცხადებენ.
შენობაში ადგილზე დასაქმებულების გარდა არავის უშვებენ. ისინი ჟურნალისტებთან კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა პირად საუბარში ინფორმაციას ადასტურებენ.
შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო ორგანოს თბილისში დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილება ამ მოწვევის პარლამენტმა მიიღო.